ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულებით, მზადდება ჩინური პროდუქციის ჩამონათვალი - 200 მილიარდის ღირებულების, რომლებზეც დამატებით 10%-იანი დასახადი დაწესდება.ამის შესახებ აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მე დღეს ჩინეთთან მომლაპარაკებელს სავაჭრო საკითხებში უილბორ როსს დავავალე განსაზღვროს ჩინური პროდუქციის ჩამონათვალი 200 მილიარდის ღირებულების, რომლებზეც დამატებით 10%-იანი გადასახადი დაწესდება“ - წერია დოკუმენტში.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ პროდუქციაზე გადასახადი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც დასრულდება სამართლებრივი პროცესი და იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი შეცვლის საკუთარ მიდგომებს საპასუხო ნაბიჯებზე გადასახადებთან დაკავშირებით. ტრამპის განცხადებით, თუ ჩინეთი კვლავ გაზრდის გადასახადს, აშშ დამატებით გადასახადს დააწესებს სხვა პროდუქციაზე, რომელთა ღირებულება 200 მილიარდი იქნება.
კოკა კვირკველია