„ჩვენი პირველი იდეაა, რომ 2013 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული საგადასახადო დავალიანება სრულად ჩამოვაწეროთ ყველა გადამხდელს"

ჩვენი პირველი იდეაა, რომ 2013 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული საგადასახადო დავალიანება სრულად ჩამოვაწეროთ ყველა გადამხდელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ბახტაძე ამ წუთებში დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ აცნობეს.

“როცა ვსაუბრობთ უსამართლო წესებზე ეკონომიკაში, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენს მეწარმეებს და ქართული კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს დაარიცხეს არასწორი საგადასახადო ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, ჩვენი პირველი ინიციატივა შეეხება იდეას, რომ სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლის 1-ელ იანვრამდე. ეს შეეხება დაახლოებით 36 ათას გადამხდელს. მათ უკან დგას ქართული ოჯახები, ენერგია და საშუალება, რომ მათ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობა გააგრძელონ“, - განაცხადა ბახტაძემ.