მინისტრობის კანდიდატ მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამსხვილება არ იგეგმება- ამის შესახებ ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გაიმართა.
"ჩემს უწყებასთან დაკავშირებით, ვერანაირად ვერ დაგიდასტურებთ უწყების გამსხვილებას. როგორც ითქვა, მცირე მთავრობის კონცეფციასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება კონსულტაციები გუნდში მას შემდეგ, რაც მთავრობა დამტკიცდება. ამის შემდეგ, სამინისტროების ფუნქციების ანალიზის შედეგად გადაწყდება, რომელი სამინისტრო გამსხვილდება, შემცირდება ან გაერთიანდება", - აღნიშნა ცქიტიშვილმა.