დედაქალაქის მერია და მთავრობა დაუსრულებელი შენობა-ნაგებობების საკითხის მოგვარებას გეგმავს.ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძემ საკუთარ მოადგილეს დაავალა, უახლოეს მომავალში წარმოადგინოს გეგმა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა.
„უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ გეგმას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას დაუსრულებელი შენობა-ნაგებობების საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით. ყველა რაიონშია ასეთი შენობა-ნაგებობები, რაც ერთის მხრივ, ქალაქის იერსახის დამახინჯების თვალსაზრისით წარმოადგენს პრობლემას, მეორეს მხრივ კი, მოქალაქეებსაც უქმნის პრობლემას. შესაბამისად, თუ რამე შეგვეძლება, მზად ვართ დავეხმაროთ სამშენებლო, დეველოპერულ კომპანიებს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს,“-აღნიშნა კალაძემ.