ლისი დედელოპმენტის და კურორტ კოხტა მიტარბის ახალი გაყიდვების ოფისი გაიხსნა

კომპანია ლისი დეველოპმენტისა და კურორტ კოხტა-მიტარბის ახალი გაყიდვების ოფისი გაიხსნა.გაყიდვების ოფისი ი. ჭავჭავაძის გამზ. 22 ნომერში მდებარეობს, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დაათვალიერონ აპარტამენტების ინტერიერები და გამოყენებული მასალები. ოფისის ფასადი ვერტიკალურად არის გამწვანებული, რაც სრულად პასუხობს კომპანიების მთავარ კონცეფციას, 80/20- ტერიტორიის მხოლოდ 20% გამიყენება სამშენებლოდ, ხოლო 80% გამწვანებისა და რეკრეაციული ზონების მოსაწყობად.

შოურუმში წარმოდგენილია როგორც კოხტა-მიტარბის საცხოვრებელ კომპლექსში არსებული აპარტამენტის ასლი, ასევე „მწვანე ქალაქი ლისზე“ ბინის ინტერიერის დიზაინი.

bpn

აღსანიშნავია, რომ ლისი დეველოპმენტი საქართველოში პირველი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ ოთხასამდე ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანებას ახორციელებს. საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ქალაქი ლისზე“ კომპანიის უმსხვილესი პროექტია, რომელიც 2010 წლიდან მიმდინარეობს.

კურორტი კოხტა მიტარბი კი საერთაშორისო სტანდარტის სასტუმროებისა და საცხოვრებელი აპარტამენტების ოთხსეზონიანი კომპლექსია. ამ ეტაპზე კურორტ კოხტა მიტარბში დასრულებულია პირველი შენობა, რომელიც აერთანებს სასტუმროს და აპარტამენტებს. მიმდინარეობს აპარტამენტების ტექნიკით აღჭურვა და ინტრასტრუქტურის მოწესრიგება. მოგეხსენებათ მყიდველებს ბინები სრული რემონტით, ავეჯით და ტექნიკით (TURN KEY) ბარდებათ. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს სხვა საცხოვრებელი ბლოკების მშენებლობაც.

bpn სასტუმრო კომპლექსი და პირველი ფაზის აპარტამენტები ოპერირებასა და პირველი სტუმრების მიღებას უახლოეს მომავალში შეძლებენ - აცხადებენ კომპანიაში.

(R)