ტაქსით მომსახურების ონლაინ სერვისმა Uber-მა მგზავრობის განმავლობაში, მგზავრებისა და მძღოლის სიცოცხლის დაზღვევის პროგრამა აამოქმედა.აღნიშნული დაზღვევა ამ ეტაპზე იმოქმედებს მხოლოდ 16 ქალაქში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ აღნიშნული მომსახურება არ გამოიწვევს მგზავრობის ღირებულების და მძღოლის საკომისიოს გაზრდას. „ყველა გადასახადს პარტნიორ სადაზღვევო კომპანიებს Uber თავად გადაუხდის“ - აცხადებენ კომპანიაში.
დაზღვევის პროგრამა 20 ივნისიდან ავტომატურად ამოქმედდება. დაზღვევის მაქსიმალური თანხა კი 30 ათასი დოლარი იქნება.
კოკა კვირკველია