25 ივნისს საუდის არაბეთში გამოცხადდება ტენდერი საერთაშორისო საინჟინრო კომპანიებისთვის პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს არხის გაჭრას და რომლის შემდეგ ყატარი ფაქტობრივად, გადაიქცევა კუნძულად. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Makkah-ი წერს.გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული სამი თვის განმავლობაში გამოცხადდება, რის შემდეგაც ძალიან მალე დაიწყება არხის გათხრა. პროექტის რეალიზებას დაახლოებით ერთი წელი დასჭრიდება.
პროექტის თანახმად, ახალი წყლის მაგისტრალი, რომლის სიგრძეც 60 კმ, სიგანე 200 მეტრი, ხოლო სიღრმე 15 029 მეტრი იქნება, ქვეყანას 2,8 მილიარდი არაბული რეალი (750 მილიონ დოლარამდე) დაუჯდება. არხი ქვეყნებს შორის საზღვარიდან 1-5 კილომეტრის სიშორეზე გაითხრება და დარჩენილი სახმელეთო მონაკვეთი გადაეცემა საუდის არაბეთის სამხედრო საჭიროებებს და მესაზღვრეეებს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
აღსანიშნავია, რომ არხის პერიმეტრზე აშენდება ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, კერძო ვილები, იახტების მისადგომები და დასვენების სხვა ობიექტები. არხის გასწვრივ განთავსდება სამი მსხვილი პორტიც, რომლებიც შეძლებენ მსხვილი საკრუიზო ლაინერების მიღებას.
აღნიშნულზე ჯერ ოფიციალური განცხადება დოჰასა და ერ რიადის მხრიდან არ გაკეთებულა.
კოკა კვირკველია