გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორმა“ ტექნიკის გასხვისება დაიწყო.როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გასასხვისებელი ტექნიკა 300 ერთეულ ტრაქტორსა და 1000 ერთეულამდე მისაბმელს მოიცავს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ტექნიკა ეტაპობრივად ელექტრონული აუქციონის მეშვეობით გაიყიდება.
დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: www.eauction.ge აუქციონის ნომრით 69185.