საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „საკრედიტო კავშირი ეთიკკაპიტალს“ ლიცენზია გაუუქმა.როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, მურთაზ კიკორიას #251-ე განკარგულებაშია აღნიშნული, დაიწყო „საკრედიტო კავშირი ეთიკკაპიტალის“ ლიკვიდაციის პროცესი და დაინიშნა ლიკვიდატორი.
„ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რეგისტრირებული კოოპერატივისათვის, საკრედიტო კავშირისათვის „ეთიკკაპიტალი“, არასაბანკო-სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 7 მარტის №230 განკარგულება.
„რკ „საკრედიტო კავშირი ეთიკკაპიტალის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ლევან ნანსყანი. ლიკვიდატორი ვალდებულია სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“, - აღნიშნულია განკარგულებაში.
სებ-ის ინფორმაციით, აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.