ევროკავშირმა ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე ტარიფების აშშ-ის მიერ დაგეგმილ ზრდაზე საპასუხო ზომები მიიღო. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ევროკომისიამ მიიღო დადგენილება ვაჭრობის რებალანსირების მიმართულებით ევროკავშირის ზომების მიღების შესახებ, ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე ტარიფების აშშ-ის მიერ დაგეგმილ ზრდაზე საპასუხოდ. ეს ზომები ძალაში 22 ივნისს შევა და 2,8 მილიარდი ევროს ჯამური ღირებულების საქონელს შეეხება“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25 და 10%-იანი გადასახადები დააწესა.