”მოსახლეობას დავპირდით, რომ 100 საწარმო 2016 წლის ბოლომდე შეიქმნებოდა”

ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ 100 საწარმო 2016 წლის ბოლომდე შეიქმნებოდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ უკვე მოახერხა 70-ზე მეტი საწარმოს გახსნა.

"საწარმოები ის თემაა, რომელიც მუსირებს, რომ სად არის დაპირებული 100 საწარმო? 100 საწარმო ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ შეიქმნებოდა 2016 წლის ბოლომდე. ჩვენ წელს უკვე მოვახერხეთ 70-ზე მეტი საწარმოს გახსნა. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ ამ საწარმოებში დაახლოებით 700-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა და 400-ზე მეტი საწარმოს გაფართოება- გადაიარაღება განხორციელდა", - აღნიშნა პრემიერმა.