როგორი იქნება განახლებული „წითელი პარკი“ (+ვიდეო)

უახლოეს მომავალში ვასო გოძიაშვილის პარკის (ე.წ. წითელი ბაღი) კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება.პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა 2 საბავშვო სათამაშო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, „დეკის" ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო ზონა, საგამოფენო ღია სივრცე, მცირე ზომის ღია კინოთეატრი, ასევე, დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად.

პარკის გარშემო მოეწყობა დაახლოებით 700-მეტრიანი საველოსიპედე ბილიკი, სრულად შეიცვლება პარკში არსებული ფურნიტურა, განთავსდება სეპარირების ურნები და მოეწყობა ცხოველების სასეირნო სპეციალური სივრცე.

პარკში განახლდება გამწვანება: დაიგება ბალახის საფარი, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ბუჩქები და ხეები. გარდა ამისა, მოეწყობა სარწყავი სისტემა და განათება.