სამხრეთ კორეული ავტომწარმოებელი კომპანია Hyundai Motor Company და გერმანული პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Audi AG თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.ეს შეთანხმება ითვალისწინებს ერთიანი ტექნოლოგიიის გამოყენებას Fuel Cell სისტემის მქონე ავტომობილების წარმოებაში.
როგორც სამხრეთ-კორეული მედია წერს, შეთანხმების ხელმოწერა ერთობლივ ლიცენზირებაზე დაასრულებს სამომავლო სავარაუდო დავებს ტექნოლოგიების გამოყენებაზე, ამავდროულად კი გააერთიანებს ორი ავტომწარმოებლის ინოვაციურ გამოგონებებს.
„Audi AG-თან თანამშრომლობა მსოფლიო ავტომრეწველობაში ახალი სიტყვა იქნება, რომელიც გამოაცოცხლებს ბაზარს და გააჩენს ინოვაციების ეკოსისტემას მრეწველობაში“ - განაცხადა Hyundai-ის ვიცე-პრეზიდენტმა ისან ჩონგმა და დასძინა, რომ Fuel Cell მიმართულებით მუშაობას შეუძლია აღმოფხვრას ავტომობილების მიერ გარემოს დაბინძურების საკითხი და შეამციროს რესურსების სიმწირე.
Fuel Cell ჰქვია ენერგიის გენერატორს, რომელიც ქიმიური რეაქციის შედეგად წყალბადსა და ჟანგბადს გარდაქმნის ელექტროენერგიად. პირველის სერიული ავტომოიბლი Fuel Cell ტექნოლოგიით 2003 წელს BMW-მ გამოუშვა (750 hL).
კოკა კვირკველია