2014 წლის I კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 10 მლრდ ლარი შეადგინა

საქსტატის  მონაცემებით, 2014 წლის I კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 10.0 მლრდ ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ – 5.0 მლრდ ლარი შეადგინა.

მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 83.8 %, საშუალო ბიზნესი – 6.9 %, მცირე ბიზნესი – 9.3 %.

საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა მთლიანმა ინვესტიციებმა ფიქსირებულ აქტივებში შეადგინა 192.7 მლნ ლარი.

საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 495.7 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 40.5% ქალია, ხოლო 59.5% - კაცი. საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნეს სექტორში შეადგინა 779.1 ლარი, მათ შორის ქალების - 574.5 ლარი.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:  მსხვილი ბიზნესი – 946.3 ლარი, საშუალო ბიზნესი – 550.0 ლარი, მცირე ბიზნესი – 426.7 ლარი.

საქმიანობის სახეების მიხედვით, მთლიან ბრუნვაში ლიდერობენ: ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი და სხვა სექტორები.