პოპულარულ სოციალურ ქსელ Instagram-ის აქტიური ყოველთვიური აუდიტორია 1 მილიარდამდე გაიზარდა.ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სადაც ვკითხულობთ, რომ „Instagram-ი - ეს უკვე გლობალური საზოგადოებაა“, რომელიც მილიარდ მომხმარებელს ითვლის. ცნობისათვის, ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ამ სოციალურ ქსელს 800 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა.
„2010 წელს ჩვენი გამოჩენიდან აქტიურად ვაკვირდებით ჩვენი საზოგადოების ზრდას. ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა თითოეული ჩვენგანისთვის. მადლობა ყველას!“ - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ Instagram-ი უახლოეს დღეებში ჩაუშვებს ახალ ფუნქციას IGTV, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება 1 საათამდე ხანგრძლივობის ვერტიკალური ვიდეოების ატვირთვა. მისი ამოქმედება მსოფლიოს ყველა ქვეყანში იქნება შესაძლებელი და ამუშავება რამდენიმე კვირაში მოხდება.
კოკა კვირკველია