ვენესუელას პრეზიდენტმა ბოლო სამ თვეში ხელფასები მეორედ გაზარდა

ივნისში ვენესუელაში მინიმალური ხელფასის ოდენობა 3 მილიონი ბოლივარით განისაზღვრა. ამის შესახებ გუშინ ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა.მისივე განცხადებით, ამავე ნიშნულამდე გაიზრდება ასევე მინიმალური პენსიის მოცულობაც.

სამომხმარებლო პროდუქციის შესაძენად განკუთვნილი სახელმწიფო მოხელის გარანტირებული ხელფასის ოდენობად 5,2 მილიონი ბოლივარი განისაზღვრა. მიმდინარე წლის აპრილში კი მინიმალური ხელფასი 300 ათასიდან მილიონ ბოლივარამდე გაზარდეს, ხოლო საერთო მინიმალური ოდენობა მუშახელისთვის 2,55 მილიონამდე განისაზღვრა.

ეს იმ პირობებში, როცა ქვეყნის შავ ბაზარზე 1 ამერიკული დოლარის ფასი 2,8 მილიონი ბოლივარია. ქვეყნის სოციალური ანალიზის სამსახურის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით ვენესუელაში ხუთსულიანი ოჯახისთვის პროდუქციის შესაძენად საჭირო იყო 220 მილიონი ბოლივარი, რაც 119 მილიონით მეტია მიმდინარე თვის აპრილში არსებულ საჭიროებაზე.

როგორც ცნობილია, ეს სამხრეთ-ამერიკული ქვეყანა ბოლო წლებია რაც უმწვავეს ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, თანმხლები ჰიპერინფლაციის, ეროვნული ვალუტის დევალვაციის, პორდუქციის მწვავე უკმარისობისა და მედიკამენტების დეფიციტის ფონზე. ბოლო მონაცემებით, მაისში მიმდინარე წლის ინფლაციის დონემ 24500% შეადგინა. ხოლო უკვე დიდი ხანია ქვეყანაში არ ქვეყნდება სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების ზრდის შესახებ ინფორმაცია.

კოკა კვირკველია