ლუქსემბურგში გამართულ ევროჯგუფის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე გერმანიისა და საფრანგეთის მიერ შეთავაზებული ევროზონის ბიუჯეტის შექმნაზე შეთანხმება ვერ შედგა.ამის შესახებ ევროკომისარმა ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებში პიერ მოსკოვიჩმა განაცხადა. ახლა კი დისკუსია განახლდება ევროკავშირის სამიტზე, რომელიც 28-29 ივნისს გაიმართება.
„კანცლერ მერკელისა და პრეზიდენტ მაკრონის შეთანხმებას აქვს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, მაგრამ მას ყველა არ ეთანხმება. ახლა თავჯმდომარე (ევროჯგუფის) წარმოადგენს ანგარიშს დისკუსიის შესახებ უკვე ევროკავშირის სამიტზე, სადაც გაგრძელდება განხილვები. ჩვენ არ ვართ იმედგაცრუებულები, ჩვენ წინ დიდი სამუშაო გველოდება“ - განაცხადა მოსკოვიჩმა.
ბერლინისა და პარიზის ჩანაფიქრით, ევროზონის ბიუჯეტის შექმნა ევროკავშირის ბიუჯეტისგან დამოუკიდებლად უნდა გახდეს ევროპის მონეტარული კავშირის რეფორმირების ნაწილი. ასევე კავშირს უნდა მიეცეს დამატებითი ფინანსური ინსტრუმენტები ეკონომიკის სტიმულირებისთვის და კრიზისების გაფრთხილებისთვის.
შეგახსენებთ, ევროზონის წევრია ევროკავშირის 28-დან 19 ქვეყანა.
კოკა კვირკველია