შსს - „ბასიანში“ ჩხრეკა არ მიმდინარეობს, ორივე მხარის შეთანხმებით ხდება გარკვეული დოკუმენტების ამოღება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღამის კლუბ „ბასიანში“ გარკვეული დოკუმენტების ამოღება მხარეებთან შეთანხმებით მიმდინარეობს.„არანაირი ჩხრეკა არ მიმდინარეობს. ორივე მხარის შეთანხმებით ხდება გარკვეული დოკუმენტების ამოღება და გაფორმდება შესაბამისი ოქმი“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში.

ღამის კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზვიად გელბახიანის ინფორმაციით, მათ დაწესებულებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ შევიდა. ამის შესახებ გელბახიანი ინფორმაციას თავად ავრცელებს.

„ბასიანის ოფისში შსს შემოვიდა. ჩხრეკენ ოფისს. მიაქვთ ყველა დეკლარაცია. როგორც ჩანს შოუ არ დამთავრებულა“, - აცხადებს გელბახიანი.