როგორ გამოიყურება კარავი-სასტუმრო ამბროლაურში (+ფოტო)

ეგზოტიკური კარვების სასტუმრო Glamping Georgia რაჭაში, კერძოდ, ამბროლაურის რაიონის სოფელ კრიხში მდებარეობს და სხვა ბანაკებისგან იმით განსხვავდება, რომ ნომერი მაქსიმალურ კომფორტზე და იდეალურ ხედებზეა გათვლილი. ტყეში ჩაფლული სასტუმრო ონლაინ დაჯავშნის ყველაზე დიდ საიტზე booking.com-ზე უკვე გამოჩნდა.

ყველა ოთახს აქვს სამზარეულოს მინიმალური აღჭურვილობა, სველი წერტილი, უფასო ინტერნეტი, მინი-კინოთეატრი, კონდინციონერი და ტერასა.

bpn

როგორც სასტუმროს მფლობელმა გიორგი ისაკაძემ „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას განაცხადა, სასტუმრო რამდენიმე დღეა გაიხსნა და პირველ სტუმარს ხვალისთვის ელოდებიან.

„გლემფნიგი ახალი მიმართულებაა. მსგავსი სასტუმროები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად, ავსტრალიაში და შვეიცარიაშია. ყველა ოთახს აქვს სამზარეულოს მინიმალური აღჭურვილობა, სველი წერტილი და უფასო ინტერნეტი, მინიკინოთეატრი და კონდიციონერი.

სასტუმრო ამბროლაურის რაიონიდან 2 კილომეტრში სოფელ კრიხში მდებარეობს. ახლოსაა კანიონები, ორას მეტრში ორი მდინარე კვეთს ერთმანეთს. “ - აღნიშნა დამფუძნებელმა.

bpn

მისი თქმით, ამ ეტაპზე ივლისსა და აგვისტოში სასტუმრო თითქმის მთლიანად დაჯავშნილია. როგორც სასტუმროს მფლობელმა განაცხადა თავდაპირველად დაინტერესება უცხოელებისგან წამოვიდა, თუმცა შემდეგ ქართველებისგანაც.

სასტუმროში მხოლოდ ორი კარავია, სადაც მაქსიმუმ 8 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. თითო კარავში 4 ადამიანის ადგილია.

bpn

რაც შეეხება ფასს, 120 ლარიდან იწყება და თითო სტუმარზე 20 ლარი ემატება ანუ 4 ადამიანის ფასი 180 ლარია. ფასში შედის საუზმე, უფასოა ველოსიპედებით გასეირნება და ჰამაკი.

გიორგი ისაკაძის განცხადებით, მომავალში სასტუმრო გაფართოებას გეგმავს და ასეთი სასტუმრო გაიხსნება - სვანეთში, ბაკურიანსა და ზღვის რომელიმე სანაპიროზე.

ლიკა ამირაშვილი