სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 41 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.700 პროცენტით, მაქსიმალური 10.000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.890 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 9.500 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.