საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თამვჯდომარე დავით მესხიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს.„ბიზნესპრესნიუსი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„იმას, რაც ახლა გზებზე ხდება, საერთო არაფერი აქვს საგზაო მოძრაობასთან. ჩვეულებრივი "ბეზპრიდელია". არ მახსენდება, არცერთ დროში, ასეთი აღვირახსნილობა გზებზე. საერთოდ მოშლილია კონტროლის მექანიზმი და რეაგირება პოლიციის მხრიდან. თბილისის მერია კიდევ რას ხაზავს და რა საგზაო ნიშნებს დგამს, კაცმა არ იცის. ვისაც რა მოეპრიანება საჭესთან იმას აკეთებს. მთლიანად გასულია კონტროლიდან სიტუაცია. მთლიანად,“ - წერს მესხიშვილი.