დედაქალაქის მერია და მთავრობა დაუსრულებელი შენობა-ნაგებობების საკითხის მოგვარებას გეგმავს.თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთარ მოადგილეს დაავალა, რომ უახლოეს მომავალში წარმოადგინოს გეგმა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა.
დედაქალაქის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით კი, დედაქალაქში დაუსრულებელი მშენებლობები გაგრძელდება, ან მათი დემონტაჟი განხორციელდება. აღნიშნული საკითხის შესახებ ელოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა. მანვე ისაუბრა იმაზეც, თუ რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამ შენობების ნაწილი მერიამ სოციალური ბინათმშენებლობისთვის მიმართოს.
„ეს საკითხი დგას და მერიისთვის მნიშვნელოვანია, სოციალური სახლების, სოციალური ფართების შექმნა. ამ კონკრეტულ შემთხვევებს რაც შეეხება, არა მგონია იქ ამის რესურსი იყოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ და ვმუშაობთ ამ მიმართულებით,“-აღნიშნა ელოშვილმა.