როგორ გამოიყურება მსახიობ რობ ლოუს სახლი, რომელიც 47 მლნ დოლარად იყიდება (+ფოტო)

მსახიობ რობ ლოუს სახლი 47 მილიონ დოლარად იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას businessinsider-ი ავრცელებს.საუბარია კალიფორნიაში, მონტესიტოში მდებარე სახლზე. მსახიობმა აღნიშნული ტერიტორია 2005 წელს იყიდა, სახლის დაპროექტება კი 2009 წელს დასრულდა.

სახლის ძირითად შენობას 20 ოთახი აქვს, მათ შორის 6 საძინებელი, მარანი, ტერასები, სახლის კინოთეატრი. გარდა ამისა, მოიცავს ტენისის კორტებს, შადრევანს, აუზს, ბაღს.

მსახიობს ჰყავს ორი შვილი, რომელთაც ცალკე აპარტამენტები აქვთ, ასევე სახლი მოიცავს ცალკე პერსონალისთვის გამოყოფილ ოთახებსაც.

იხილეთ ფოტოგალერეა