დონალდ ტრამპი იმპორტზე დამატებით გადასახადებს დააწესებს

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მზადაა ცალკეული ქვეყნებისთვის დამატებითი გადასახადები შემოიღოს.ამერიკა მიიღებს საპასუხო ზომებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებმაც დაუწესეს ამერიკულ პროდუქციას ბარიერები და საბაჟო გადასახდელები, იმ შემხთვევაში, თუ ისინი არ გაუქმდება, - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონად ტრამპმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ამერიკა დაჟინებით მოითხოვს ის დაწესებული ხელოვნური ბარიერები და გადასახადები პროდუქციაზე, რომლებიც შემოდის მათ ქვეყნებში, გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამას მოჰყვება რაღაც უფრო მეტი, ვიდრე საპასუხო ზომებია. ვაჭრობა უნდა იყოს სამართლიანი და არ უნდა იყოს თამაში ცალ კარში“, - დაწერა თეთრი სახლის მეთაურმა.

მანამდე კი ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ აპირებს შემოიღოს 20%-იანი გადასახადი ავტომობილებზე, რომლების იმპორტიც ხდება ევროკავშირიდან, თუ კავშირი არ გააუქმებს დაწესებულ სავაჭრო ბარიერებს ამერიკულ პროდუქციაზე.

კოკა კვირკველია