საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, პრემიებთან მიმართებაში ერთიანი სისტემის კრიტერიუმები თვის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, თუ რამდენით განისაზღვრება ზედა ზღვარი, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია.
"მინისტრებს არ გამოუწერიათ მაღალი პრემიები. რაღაც დანამატები ჰქონდათ. მინისტრების ხელფასი გასულ წელს იყო 6 300 ლარი, რომელიც იანვრის თვეში 1 300 ლარით შევუმცირე. არავითარი სხვა დანამატი ან პრემია აღარ აქვთ მინისტრებს. მინისტრების პრემირების საკითხი და ზოგადად, მთლიანად პრემირების საკითხის მოგვარება დავავალე ადმინისტრაციას და საჯარო სამსახურის ბიუროს, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ 31 ივნისამდე კრიტერიუმები და რეგულაციები, რომელიც საბოლოო ჯამში, ერთხელ და სამუდამოდ, მოაწესრიგებს ამ საკითხს. არ უნდა მოხდეს ქაოსურად და ქაოუტურად პრემიების გაცემა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.