ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს ჩინურ კომპანიებს ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებში ინვესტირება აუკრძალოს, ასევე დამატებითი აკრძალვები დააწესოს ამერიკული მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების ჩინეთში ექსპორტზე. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal წერს.გაზეთის ინფორმაციით, ვაშინგტონის აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე კვირის ბოლოს გახმოვანდება. უფრო კონკრეტულად კი, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აპირებს იმ ჩინურ კომპანიებს აუკრძალოს ინვესტირება, სადაც ჩინეთის სახელმწიფო სულ ცოტა 25%-იან წილს ფლობს. გეგმას ჯერ არ მიუღია საბოლოო სახე და ის შესაძლოა, შეიცვალოს.
გარდა ამისა, თეთრ სახლთან მოქმედი ეროვნული უშიშროების საბჭო და ვაჭრობის სამინისტრო მუშაობენ გეგმაზე, თუ როგორ აკრძალონ ცალკეული ტექნოლოგიების ექსპორტი ჩინეთში.
როგორც WSJ წერს, შეზღუდვები ამოქმედდება მხოლოდ პოტენციურ შეთანხმებებზე, რომლებიც სამომავლოდ დაიდება და არ შეეხება უკვე არსებულ შეთანხმებებს. გამოცემა აქვე დასძენს, რომ თეთრი სახლი მისცემს საშუალებას ტექნოლოგიურ კომპანიებს, გამოთქვან საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ ინიციატივაზე, სანამ ისინი ძალაში შევა.
კოკა კვირკველია