5 წელიწადში უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა 90,8%-ით გაიზარდა (+ ინფოგრაფიკა)

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 90,8%-ით გაიზარდა.სააგენტოს სტატისტიკით, 2018 წლის მაისში საქართველოში სულ 77 954 ტრანზაქცია განხორციელდა, 2014 წლის მაისში კი ეს მაჩვენებელი 40 836 იყო.

რაც შეეხება ისევ 2018 წლის მაისს, წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (25.5%-ით), ისე მეორადი (13%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. აპრილში სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 67 223 ერთეული შეადგინა.

Untitled infographic

Infogram