ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 30 ივნისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 48 000 ლარია.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე სოფელ დიღომი-დიდგორი-თელოვანის საავტომობილო გზას. სატენდერო პირობების თანახმად, 11 ივლისს დაიწყება და 16 ივლისს დასრულდება. აღნიშნული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 3 798 321 ლარია.
ტენდერი გამოცხადდა ასევე საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც. წინადადებების მიღება 11 ივლისს იწყება და 16 ივლისს სრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 681 084 ლარია.