ვიდეოჰოსტინგი YouTube, რომელიც კომპანია Google-ის კუთვნილებაა, აპირებს შემოიღოს ფასიანი სერვისი, ცალკეულ პოპულარულ არხებზე, რომელთა მაყურებლების აუდიტორია შეადგენს 100 ათას ადამიანს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ბლოგზე გავრცელდა.ფუნქცია სახელწოდებით Channel Memberships საშუალებას აძლევს ხელმომწერს, წვდომა ჰქონდეს უნიკალურ ნიშნულებთან, ემოჯისთან, წევრებისთვის განკუთვნილ პუბლიკაციებთან, ასევე დამატებით კონტენტზე არხის ავტორებისგან, მათ შორის, პირდაპირ ეთერებთან. მსგავსი ხელმოწერის ღირებულება კი 4,99 დოლარი იქნება თვეში.
შეგახსენებთ, ინტერნეტგიგანტებმა ამ დღეებში სხვადასხვა აქამდე უფასო სერვისების ფასიანად გახდომის შესახებ გამოაცხადეს. მათ შორის იყო სოციალური ქსელი Facebook-ი, რომელმაც უკვე დაიწყო მსხვილ ჯგუფებში წევრობის გადასახადის შემოღების ტესტირება. ამ შემთხვევაშიც საუბარია ყოველთვიურ 4,99 დოლარიან გადასახადზე, თუმცა ჯგუფის პოპულარობიდან გამომდინარე ის შესაძლოა, გაიზარდოს თვეში 29,99 დოლარამდე.
კოკა კვირკველია