გერმანული საავტომობილო კომპანია BMW და ფრანგული ავიამშენებელი კომპანია Airbus-ი დიდი ბრიტანეთის დატოვებით იმუქრებიან, იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი ვერ შეთანხმდება ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე.საუბარია კომპანიების კუთვნილ ქარხნებზე დიდ ბრიტანეთში და მისი წარმოების ევროკავშირის ტერიტორიაზე გადმოტანაზე.
BMW-ს ბრიტანული ფილიალის ხელმძღვანელის იან რობერტსონის განცხადებით, კომპანია, რომელიც ამ ქვეყნაში Mini და Rolls Royce-ს აწარმოებს მხოლოდ ზაფხულის დასრულებამდე აპირებს მოცდას. კომპანიის ბრიტანეთში მოქმედ ქარხნებში 8 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს.
კორპორაცია Airbus-ის ბრიტანულ საწარმოებში კი 14 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.
ფრანგულმა ავიამშენებელმაც გააფრთხილა ლონდონი, იმ შემხთვევაში, თუ ბრიტანეთი დატოვებს ერთიან სავაჭრო ბაზარს და საბაჟო კავშირს გაფრთხილების გარეშე, კომპანია დატოვებს ქვეყანას.
ბრიტანეთის ხელისუფლება კი იმედოვნებს, რომ შეძლებს ხელსაყრელი შეთანხმების გაფორმებას მათ შორის მრეწველებისთვისაც.
როგორც ცნობილია, საბაჟო კავშირში, რომელშიც ევროპის 28 წევრი ქვეყანაა გაწევრიანებული, მოქმედებს ერთნაირი ტარიფები მესამე ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გამორიცხა ბრიტანეთის დარჩენა საბაჟო კავშირში. თავად ქვეყანა კი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს.
კოკა კვირკველია