Apple ახალი თაობის AirPods-ებს გამოუშვებს

კომპანია Apple გეგმავს გამოუშვას AirPods-ის სერიის ახალი ყურსასმენები. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.სააგენტოს ინფორმაციით, ახალი ყურსასმენები ბიომეტრიული მონაცემებით აღიჭურვება, რომელიც გულის რითმს დაითვლის, ასევე დაიცავს მოწყობილობას წყლის წვეთებისგან.

ახალი ყურსასმენები წინამორბედზე ძვირი იქნება (დაახლოებით 159$) და გაყიდვაში 2019 წელს გამოჩნდება.

კოკა კვირკველია