რადიო "პალიტრამ" აჭარაში მაუწყებლობის დაწყება და 10 წლის იუბილე ბათუმში, გემზე გამართულ წვეულებაზე აღნიშნა.როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, აჭარა რადიო "პალიტრისთვის" ძალიან მნიშნელოვანი რეგიონია, ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მაუწყებლობა განსხვავებულად და ორიგინალურად აღენიშნათ.
ღონისძიება საღამოს 8 საათზე დაიწყო, წვეულებას გემი "ბათუმი" მასპინძლობდა. რადიოს 10-წლიანი ისტორიის გაცნობის შემდეგ, სტუმრებმა გათამაშებაშიც მიიღეს მონაწილეობა. საღამოს მუსიკალურად კახაბერი აფორმებდა. ცნობილი შეფ-მზარეული ლევან კობიაშვილი კი სტუმრებს განსხვავებული ვახშამით გაუმასპინძლდა.
გემზე წვეულების პარტნიორები იყვნენ: გენერალური სპონსორი "ფინკა ბანკი საქართველო"; ფრანგული კოსმეტიკის ბრენდი "ნუქსი"; მაღაზიათა ქსელი "ზოდი"; დეოდორანტები ფრანგული პარფიუმით OE; "18 კარატი ფრეშეს ქრაფთს" - ექსკლუზიური უმაღლესი 750 სინჯის ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტები ფრანცო ფონტანა-ს ქართველი პარტნიორებისგან; ნუტრი კოსმეტიკური ბრენდი "ვიადერმი" და კომპანია "გაგრა პლუსი".
რადიო "პალიტრის" პროგრამირების ხელმძღვანელი თამარ ცაგარეიშვილი: "რადიო "პალიტრა" აჭარაშიც იგივე ტალღაზეა FM 103,9, ასე რომ, უკვე აჭარას შეუძლია მოისმინოს ჩვენი ხმა, ძალიან რესპექტაბელური, სანდო და რაც მთავარია, მიუკერძოებელი ინფორმაცია. ამ წვეულებით ჩვენ კიდევ უფრო ახლოს მოვედით აჭარასთან და ჩვენთვის მნიშვნელოვან რეგიონში შემოსვლა განსაკუთრებულად აღვნიშნეთ".
ტელეწამყვანი, პროდიუსერი ნინო არაზაშვილი:
იუბილეზე საჩუქრები როგორც წესი სტუმრებს მიაქვთ ხოლმე, რადიო "პალიტრამ" კი დღევანდელ ღონისძიებაზე ყველას ნამდვილი დღესასწაული მოუწყო - უამრავი სიურპირიზი, საჩუქარი, ეს დღე ნამდვილად დაუვიწყარია. ემოციებით სავსე ვარ. გილოცავთ, ამ ძალიან წინ გადადგმულ ნაბიჯს. ფანტასტიური გადაწყვეტილებაა, რომ შავი ზღვის სანაპირო სულ სხვა თვალით დაგვანახეთ.მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი: რადიო "პალიტრას" დღევანდელ დღეს ვულოცავ. გუდაურსა და ბაკურიანში უკვე დიდი ხანია გისმენთ, ახლა კი მიხარია და გილოცავთ, რომ უკვე აჭარაშიც შევძლებთ თქვენს მოსმენას. თქვენ წარმატებისთვის ყველაფერი გაქვთ.
მომღერალი ლაშა ღლონტი: "მე ბათუმელი ვარ, მაგრამ ასეთი ბათუმი სიმართლე გითხრათ, აქამდე არ მინახავს, უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი განცდა არასდროს მქონია. დიდი მადლობა რადიო "პალიტრას" ასეთი დაუვიწყარი დღისთვის. გისურვებთ დიდ წარმატებას, ყოველთვის თქვენს ერთგულ მსმენელად მიგულეთ".
ფინკა ბანკი საქართველოს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ესებუა: "ძალიან მიხარია, რომ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ რადიო "პალიტრასთან", ვულოცავ მათ იუბილეს და აჭარაში მაუწყებლობას და დიდი სიამოვნებით მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. რადიო "პალიტრა" "ფინკა ბანკის" სანდო თანამგზავრია".