„სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღებასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი რეალობას არ შეესაბამება"

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღებასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი „რეალობას არ შეესაბამება“.ამის შესახებ ბახტაძემ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ის აჟიოტაჟი, რაც ვიხილეთ მასმედიაში, ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას. ჩვენ არავითარი ახალი ინსტიტუტის დანერგვას ამ მიმართლებით არ ვაპირებთ. იქნებიან მინისტრის მოადგილეები, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებელნი შესაბამისი დარგების განვითარებაზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.