„მთავრობაში ახალი სახეების მოწვევასთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია"

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობაში ახალი სახეების მოწვევასთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია.ამის შესახებ ბახტაძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კონსულტაციები დასრულებულია ახალ სახეებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური კონსულტაციები როგორც ახალ სტრუქტურაზე, ასევე, განვითარების პროგრამაზე, მათ შორის იმ ახალ სახეებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობაში იქნება. შესაბამისი კონსულტაციები, ფაქტობრივად, დასრულებულია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.