რა ანაზღაურება აქვთ „საქართველოს ბანკის“ მმართველ პირებს

სააქციო საზოგადოება „ბიჯეო ჯგუფმა“, რომელიც სს „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციებისა და შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს ფლობს, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და კომიტეტის წევრების ანაზღაურების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მიმდინარე წლის 21 მაისიდან „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების წლიური ანაზღაურება (გადასახადების დაქვითვამდე) შემდეგნაირად განისაზღვრება:

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – 210 313 აშშ დოლარი; თავმჯდომარის მოადგილე – 97 820 აშშ დოლარი და საბჭოს წევრი – 73,365 აშშ დოლარი.

რაც შეეხება კომიტეტების წევრებს, 21 მაისიდან მათი დამატებითი წლიური ანაზღაურება (გადასახადების დაქვითვამდე) ასეთი იქნება:

აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე – 17,520 აშშ დოლარი;

აუდიტის კომიტეტის წევრი –12 848 აშშ დოლარი;

რისკის კომიტეტის თავმჯდომარე – 17 333 აშშ დოლარი;

ამავე კომიტეტის წევრის კი - 8 760 აშშ დოლარი; 12 848 აშშ დოლარი იქნება ანაზღაურების კომიტეტის თავმჯდომარის ანაზღაურება, ხოლო ამავე კომიტეტის წევრისთვის - 8 760 აშშ დოლარი.