სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა შეთანხმდნენ, რომ განიხილავენ თანამშრომლობას რკინიგზების მოდერნიზებისა და გაერთიანების საკითხებში.ამის შესახებ სააგენტო Yonhap სამხრეთ კორეის მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება.
შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაიმართება პხანმუნჯის სასაზღვრო ზოლზე, სამხრეთ კორეული დელეგაცია, რომელსაც ტრანსპორტის ვიცე-მინისტრი კიმ ჩონ იოლი ხელმძღვანელობს, შეხვდება ჩრდილოეთ კორეის ტრანპორტის ვიცე-მინსიტრს კიმ იუნ ხეკს. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდება ქვეყნების რკინიგზის მოდერნიზებაზე და მათ გაერთიანებაზე ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში.
სააგენტოს ინფორმაციით, ნახევარკუნძულის დასავლეთში არსებული რკინიგზა აკავშირებს სეულს სასაზღვრო ქალაქ სინიჯუსთან, თუმცა მას სჭირდება განახლება. ხოლო აღმოსავლეთში გზები არ იკვეთება.
აღსანიშნავია, მხარეები გუშინ შეთანხმდნენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მუშაობა ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობაზეც, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის ინციდენტები საზღვარზე.
კოკა კვირკველია