გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ხელმოწერით მწვანე შუქი აენთო გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია Audi-სა და ფრანგული ავიამშენებელი კომპანია Airbus-ის ერთობლივ პროექტს მფრინავი ტაქსის შექმნაზე.კონცეპტი, რომლის პრემიერაც ჟენევის ავტოსალონზე მიმდინარე წლის მარტში იყო ნაჩვენები, წარმოადგენს ელექტროავტომობილს ან ქვადკოპტერს. ეს არის ავტონომიურად მოძრავი ავტო, რომელიც დამოუკიდებლად მოძრაობს ან დამოუკიდებლად დაფრინავს.
მერკელის ხელმოწერა პროექტს მისცემს უფლებას უკვე ტესტირება დაიწყონ გერმანიის გზებსა და ცაში.
როგორც ცნობილია, ანგელა მერკელი გამოირჩევა იმ ტიპის პროექტების მხარდაჭერით, რომელიც განტვირთავს გზებზე მოძრაობას და ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების განვითარებას.
მფრინავი ტაქსები ტექნოლოგიურ კომპანიებში სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამ მიმართულებით საკუთარ პროექტს 2020 წელს წარმოადგენს Uber-ი, ხოლო 2025 წლისთვის გერმანული სტარტაპი Lilium-ი.
კოკა კვირკველია