კრიპტოვალუტების ფასები შემცირდა, თუმცა კრიპტოვალუტითა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიით დაინტერესებული ენთუზიასტები თუ ბიზნესმენები საქმიანობას აგრძელებენ, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში ბიტკოინისა და ბლოკჩეინის კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს.
კონფერენციაზე გაჟღერდა მოსაზრებები, როგორ იყენებენ მაინერების მოწყობილობებს კრიპტოვალუტის მოპოვების გარდა სხვა დანიშნულებით, მაგალითად, ფერმის ან სახლის გასათბობად. კრიპტოვალუტის მაინერებმა და ენთუზიასტებმა Allnews.ge-ს მკითხველს კრიპტოვალუტის მოპოვების თავიანთი გამოცდილებაც გაუზიარეს.
ერთ-ერთი მაინერის, შოთა სირაძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ კრიპტოვალუტის მაინინგით ელექტროენერგია ფულში გარდაიქმნება, ზედმეტ პროდუქტად რჩება სითბო, რომლის გამოყენებაც ზამთარში სახლის გასათბობად ან სათბურში სხვადასხვა პროდუქტის მოსაყვანად შეიძლება.
"არსებობს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი, როდესაც სასათბურე მეურნეობებში ამ სითბოს იყენებენ, რიგ შემთხვევებში სათბური მაინინგ მოწყობილობებს სპეციალურად ყიდულობს, რათა ტრადიციული გათბობის სისტემა თავიდან მოიშოროს და თავისი სათბური უფრო ნაკლები დანახარჯებითა და პარალელურად, მაინინგიდან მიღებული შემოსავლით გაათბოს. მაინერების მიერ გამოყოფილი სითბოს გამოყენების კიდევ ერთი ვარიანტი წყლის გათბობაა", - აღნიშნა მან.
კრიპტოვალუტის მაინერია Allnews.ge-ს კიდევ ერთი რესპონდენტი, თორნიკე დარჯანიაც, რომელსაც მაინინგის მცირე ფერმა სახლში დაახლოებით ერთი წელია უდგას და კრიპტოვალუტას ეთერიუმის მოსაპოვებლად იყენებს. კითხვის გაგრძელება