ამერიკული ბიზნესგამოცემა საქართველოს ტურიზმს ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებს

საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომლებიც ტურისტული მიმართულების კუთხით, მომდევნო 10 წელიწადში გიგანტურ მასშტაბებს შეიძენენ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა "Businessinsider" წერს.

ბიზნეს პორტალის სტატიაში 50 ტურისტული მიმართულებაა მიმოხილული. "ამჟამად საქართველო შეიძლება არ არის ტოპ-სიაში, მაგრამ მალე ეს ქვეყანა ტურისტებისათვის შეიძლება ძალიან პოპულარული გახდეს. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა იზრდება. ტურისტებს განსაკუთრებით მეღვინეობა, და საქართველოს უძველესი არქიტექტურა იზიდავთ", - აცხადებს სტატიის ავტორი.