ცინცაძის ქუჩაზე „ნიკორას“ ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა

„ნიკორას“ ქსელს კიდევ ერთი ობიექტი შეემატა.

კომპანიამ ახალი სუპერმარკეტი დედაქალაქში გახსნა. სავაჭრო ობიექტი საბურთალოს ქუჩაზე არსებული ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე - კერძოდ, სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარეობს და მომხმარებლებს კვების პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტის პარალელურად, ჰიგიენის საშუალებებსა და ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ნივთებსაც სთავაზობს.

აღნიშნული სუპერმარკეტი დედაქალაქში „ნიკორას“ რიგით 63-ე, ქვეყნის მასშტაბით კი - 94-ე სავაჭრო ობიექტი გახლავთ. სუპერმარკეტის გახსნის ცერემონიალმა ტრადიციულად, ხალისიან გარემოში - მხიარული მუსიკის, შოუს ელემენტებისა და საჩუქრების თანხლებით ჩაიარა.