პანკისის ხეობაში ახალი სამთო-საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პანკისის ხეობის სამთო-საფეხმავლო ბილიკების კვლევის მომსახურების შესასყიდლად ტენდერი გამოაცხადა.სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 10 ივლისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 57 528 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კვლევის საგანს შემდეგი სამთო-საფეხმავლო მარშრუტები და არეალები წარმოადგენს: ჯოყოლო- სათვალთვალო კოშკი- ამფითეატრი- დუისი; ხალაწანი- თორღვა პანკელის ციხე; ძიბახევი-ბაწარას ნაკრძალი- ტბათანა - საქისტო- ქოჩადალა- ხადორი; ჯოყოლო- ძიბახევი- ხადორი- ქოჩადალა - ლამაზური; ომალო- ნაქერალა; ხადორი - ხორაჯო; დუისი მღვიმე - ქვემოხალაწანი და სოფ ომალოს წრიული მარშრუტი.

ასევე კვლევის შედეგად შემოთავაზებული უნდა იყოს დამატებით მინიმუმ 2 ალტერნატიული მარშრუტი (არაა შეზღუდული მარშრუტის სიგრძე), შესაძლებელია ბილიკების ქსელად დაგეგმვის ვერსიაცა. მაგ: ბირკიანი- ძიბახევი-ტბათანა - უკან მოკლე გზით.