რევოლუციური მიდგომა სამედიცინო მომსახურებასა და განათლებაში - BTU-ს სტუდენტმა ინოვაციური პროდუქტი DigitalMed შექმნა

პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ქარ­თულ ენა­ზე გე­სა­უბ­რე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს გა­და­ა­მუ­შა­ოს და გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, შე­დე­გად კი დას­ვას პირ­ვე­ლა­დი და­იგ­ნო­ზი, გა­უ­წი­ოს პა­ცი­ენტს შე­სა­ბა­მის ექიმ­თან ვი­ზი­ტის კონ­სულ­ტა­ცია, უზ­რუნ­ველ­ყოს შემ­დგო­მი კვლე­ვე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლით - ეს გეგა თა­თუ­ლიშ­ვი­ლის პრო­ექ­ტია.

19 წლის გე­გამ, რო­მე­ლიც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტია, მე­დი­ცი­ნა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის და­ნერგვის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ფორ­მა­ტი შე­ი­მუ­შა­ვა.

”სპე­ცი­ა­ლუ­რი ალ­გო­რით­მით შექ­მნი­ლი პრო­დუქ­ტი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ახა­ლი მიდ­გო­მით ანაც­ვლებს დი­აგ­ნოს­ტი­კის, ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რებს, სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და სხვა პრო­ცე­სებს. უნი­კა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი - ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი მე­დი­ცი­ნა­ში, თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­დია, მუ­შა­ობს მე­გა­მო­ნა­ცემ­თა ანა­ლიზ­ზე, და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ხე­ლოვ­ნურ ნე­ი­რო­ნუ­ლი ქსელ­ზე და იყე­ნებს ნე­ი­რო­ლინგვის­ტურ პროგ­რა­მი­რე­ბას. პრო­დუქ­ტი შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­თაც, რად­გან ის აერ­თი­ა­ნებს სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში დაგ­რო­ვილ ცოდ­ნა­სა და უახ­ლეს კვლე­ვებს/მიღ­წე­ვებს, მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბა­დია და უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა სხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პორ­ტა­ლებ­თან შე­და­რე­ბით,” - გან­მარ­ტავს გეგა თა­თუ­ლიშ­ვი­ლი.

DigitalMed-ის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი მო­ი­აზ­რებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­სა და ანა­ლი­ტი­კას, ქლა­უდ სის­ტე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მე­გა­მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის შექ­მნას. კითხვის გაგრძელება