საქართველოში განახლებადი ენერგიისადმი ინტერესი იზრდება, რასაც მზის პანელებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევისა და სხვა მსგავსი სერვისების მქონე კომპანიის, Helios Energy Georgia-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, თორნიკე დარჯანიაც ადასტურებს.
თორნიკე დარჯანიამ კომპანია პარტნიორებთან ერთად დაახლოებით ერთი წლის წინ შექმნა და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში განახლებადი ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობა და ნდობა მაღალი არ არის, მზის პანელები 10 შენობის სახურავზე დაამონტაჟა, მათ შორის ერთი რაჭაში მდებარე ჰოსტელია.
Helios Energy Georgia-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, დამონტაჟებული 10 სადგური ჯამში დაახლოებით 66 კილოვატი სიმძლავრისაა და მათი მფლობელები თითქმის მთლიანად ენერგოდამოუკიდებლები გახდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის საფასურს არ იხდიან.
"ეს ადამიანები ჩართულები არიან "ნეტო აღრიცხვის ქსელში" და ყოფილა შემთხვევა, როცა ჭარბი, დაახლოებით 500 კილოვატამდე ელექტროენერგია ქსელში ჩაუშვეს, რისი საფასურიც წლის ბოლოს "თელასმა" აბონენტს აუნაზღაურა. ეს მონაცემები, რა თქმა უნდა, იმის იმედს იძლევა, რომ ამ სეგმენტის კიდევ უფრო განვითარება შესაძლებელია. ის პირები, ვისაც ჩვენ მზის პანელები დავუმონტაჟეთ, ენერგოდამოუკიდებლობით კმაყოფილები არიან. ამ ეტაპზე ასეთი მონაცემები გვაქვს, კომპანიას აქვს თავისი ხედვები, მიმართულებები, განახლებადი ენერგია როგორ უნდა განვითარდეს, გვყავს გერმანელი პარტნიორები და ჩვენს გაძლიერებას ისინიც ცდილობენ, ნელ-ნელა მივიწევთ წინ", - განმარტა თორნიკე დარჯანიამ. კითხვის გაგრძელება