მართვის მოწმობის აღების პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანა წლის ბოლომდე გადავადდა.როგორც შსს-ს მომსახურების სააგენტოში განაცხადეს, შესაბამისი პროექტი „თითქმის დასრულებულია“.
„ახალი სტანდარტით გამოცდის ჩაბარება მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება“, - განაცხადეს უწყებაში.
მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, ამ დრომდე 2018 წლის პირველი ნახევრიდან იყო დაანონსებული.