აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს შეიმუშავოს ტურისტული მარშრუტები, რომლის დროსაც მსურველს საშუალება ექნება დაკრიფოს ჩაი და მოინახულონ ჩაის ფაბრიკა.როგორც უსული მედია წერს, აღნიშნული საკითხი დე ფაქტო პრემიერ გენადი გაგულიასა და რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ვიტალი მუტკოს შორის მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
„ტურისტული მარშრუტების განვითარება დაკავშირებულია იმასთან, რომ გაჩნდა ახალი მიმართულებები - ეკოტურიზმი, გასტროტურიზმი. ახლა ჩვენ ვამუშავებთ ახალ მარშრუტს - ეს არის ჩაის ტურიზმი. გვინდა მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა მოინახულონ ჩაის პლანტაციები და თავად დაკრიფონ ჩაის ფოთლები“, - განაცხადა გაგულიამ.
მისივე თქმით, ტურისტები ასევე მოინახულებენ ჩაის ფაბრიკებს და საშუალება ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა ასორტიმენტის ჩაი. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია პროექტის რეალიზების ვადები.
კოკა კვირკველია