ბათუმში სხვადასხვა სასტუმროში საპრეზიდენტო აპარტამენტების ფასი 1000-7500 ლარის ფარგლებში მერყეობს.booking.com-ის მონაცემებით, ივლისში, კერძოდ, 20-21 ივლისს საფასურის მიხედვით, ბათუმში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროებია: „ველმონდი“; „რედისონი“; „ჰილტონი“; Wyndham; „ეიფორია“ და „შერატონი“.
კერძოდ, აღნიშნულ სასტუმროებში 1 ღამის გატარება, სტანდარტულ ორადგილიან ნომერში - 419.90 - 1,020.70 ლარამდე მერყეობს. აღნიშნულ ფასში შედის საუზმეც.
რაც შეეხება საპრეზიდენტო აპარტამენტებს, მაგალითად, სასტუმრო JRW Welmond-ში საპრეზიდენტო აპარტამენტის ფასი 4,199 - 4,940 ლარის ფარგლებში მერყეობს. ეს არის 175 კვ. მეტრი ფართობის ნომერი, ხედით ზღვასა და ქალაქზე, სპა აბაზანით და ა.შ. „ეიფორიაში“ 200 კვ. მეტრი ფართობის საპრეზიდენტო აპარტამენტების ფასი - 7,384-7,410 ლარის ფარგლებშია; „შერატონში“ კი ამ აპარტამენტების ფასი - 6,720 - 6,905 ლარია. იხილეთ ფოტოგალერეა