იყიდება აუქციონზე  თბილისში,  კახეთის გზატკეცილისა და ცეკავშირის ბაზის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილისა და ცეკავშირის ბაზის მიმდებარედ არსებული 583 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ N01.19.15.003.102). უძრავი ქონების საწყისი ფასი 145 000 ლარს შეადგენს.

აუქციონის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.eauction.ge/Home/EntityView/532205

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა საპრივატიზებო ობიექტების სანახავად ეწვიეთ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ–გვერდს http://nasp.gov.ge/ ან დარეკეთ  სააგენტოს ცხელ ხაზზე:  (+995) 32 298 11 11.