„გლობალური მშვიდობის ინდექსში" საქართველოს რეიტინგი გაუარესდა (+ინფოგრაფიკა)

უსაფრთხოების კუთხით საქართველოში ვითარება 4 პუნქტით გაუარესდა. ეკონომიკისა და მშვიდობის კვლევით ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული „გლობალური მშვიდობის ინდექსი 2018-ის“ მონაცემების მიხედვით, 163 ქვეყანას შორის საქართველო 102 ადგილზეა.

აღნიშნულ კვლევას ლონდონში, „ეკონომიკისა და მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტი“ აქვეყნებს.

თუმცა, მიუხდევად ამ მაჩვენებლისა, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, მკვეთრად დაწინაურებულია.

ანალიტიკურმა ინსტიტუტმა 163 ქვეყნის მდგომარეობა უსაფრთხობის პარამეტრების მიხედვით შეისწავლა. მაგალითად ისეთის, როგორიცაა: მკვლელობა, პოლიტიკური ტერორი და ა.შ.

კვლევითი ინსტიტუტის მიერ შედგენილი რეიტინგის ლიდერები დასავლური ქვეყნები არიან. პირველი ათეული იწყება ისლანდიით, რომელსაც მოსდევს - ახალი ზელანდია, ავსტრია, პორტუგალია, დანია, კანადა, ჩეხეთის რესპუბლიკა, სინგაპური, იაპონია და ირლანდია.

რაც შეეხება ბოლო ათეულს, სიის სათავეს რუსეთი 154-ე ადგილით იკავებს, რომელსაც მოსდევს - ცენტრალური აფრიკა, კონგო, ლიბია, იემენი, სომალი, ერაყი, სამხრეთ სუდანი, ავღანეთი და სირია.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მეზობელი ქვეყნების მაჩვენებელი კი, ასეთია: თურქეთი -149-ე ადგილი, აზერბაიჯანი - 132-ე, სომხეთი -120-ე.

რაც შეეეხება უკრაინას, ის 152-ე ადგილს იკავებს.

საქართველოზე ერთი პუნქტით წინ არის ბელარუსი, ხოლო ერთი პუნქტით უკან - რუანდა.

დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ დღეს დედამიწაზე ვითარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ნაკლებად მშვიდია, ძალადობისგან ზარალმა 2017 წელს 14,8 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში აღმოცენებული დაძაბულობა, კონფლიქტები და კრიზისები მსოფლიოში დაურეგულირებელი რჩება, რაც მშვიდობის დონის ვარდნას იწვევს“, -ნათქვამია დოკუმენტში.

Untitled infographic

Infogram

ნინი  ქეთელაური