სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მამუკა ბახტაძის მიერ 2012 წლის აგვისტოში “ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო.ამ თემაზე მცირე განმარტება გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
“არასამთავრო სექტორისგან მივიღეთ მომართვა. დავიწყეთ საკითხის შესწავლა. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, პირველ რიგში, გავაკეთებთ საკითხის იურიდიულ ექსპერტიზას. ჩვენი პასუხი საზოგადოებისთვის ოფიციალურად იქნება ცნობილი - ამ თემის შესწავლა დავიწყეთ“, - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა სესიაზე.
შგახსენებთ, რომ 2012 წლის აგვისტოში, “ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ“ ფინანსური შემოწირულობის სახით მამუკა ბახტაძის ანგარიშიდან 20 ათასი ლარი მიიღო. ბახტაძე „ნაცმოძრაობისთვის“ თანხის გადარიცხვის ფაქტს არ უარყოფს, თუმცა როგორც განმარტავს, მას პარტია პირადი თანხით არ დაუფინანსებია და ადგილი ჰქონდა მისი საბანკო ანგარიშების ტექნიკურ გამოყენებას.