საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ბორჯომის მუნიციპალიტეტს 250 ნაგავშემკრები კონტეინერი გადასცა, - ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან იუწყებიან.მათი ინფორმაციით, ახალმა ურნებმა ბორჯომში, წაღვერში, ახალდაბასა და ბაკურიანში ძველი ურნები ჩაანაცვლა და კონტეინერები კონკრეტულ ტერიტორიებსაც დაემატა.
მუნიციპალიტეტის ცნობით, ძველი დაზიანებული ურნების ნაწილი შეკეთდა და სოფლებში გადანაწილდა.
„ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ევროსტანდარტების შესაბამისი ურნებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონი 10 000 ურნით ეტაპობრივად აღიჭურვება, რაც რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.
უახლოეს დღეებში ბორჯომის მუნიციპალიტეტი 200-მდე მცირე ზომის ურნებსაც შემოიტანს, რომლებიც წვრილმანი ნარჩენებისთვის იქნება განკუთვნილი და ისინი ბოძებზე დამაგრდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.